7 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ზუგდიდის ოფისის ინიციატივით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ერთ-ერთი შეხვედრა სექსუალურ შევიწროებას დაეთმო. შეხვედრის მიზანს, რომელსაც საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ, წარმოადგენდა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება.
6 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ზუგდიდის ოფისში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
გოგონათა ადრეული ქორწინება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს, 5 დეკემებრს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ბათუმის ოფისში 16 დღიანი გენდერული კამპანიის ფარგლებში განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა ბიოლის ფონდის აჭარის რეგიონალური კოორდინატორი ნატა იმედაიშვილი, აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
2018 წლის 4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მარნეულის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ.
4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" რუსთავის ოფისში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გენდერული ნიშნით ძალადობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ გაიმართა წიგნის ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის" საჯარო კითხვა და შემდგომი დისკუსია.
4 დეკემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადრეული ქორწინების შესახებ.
4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ბათუმის თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის საქმიანობის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ თავშესაფრის ხელმძღვანელი ბექა მაჭუტაძე, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნანა ხალითბა, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს სახალხო დამცველის აჭარის რეგიონალური ოფისი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და მედია.
29 ნოემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ოზურგეთის ოფისში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „სახელმწიფო სერვისები ძალადობის მსხვერპლებისთვის“.
27 ნოემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ოზურგეთის ოფისში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მოზარდებში გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოზარდთა შორის ქალის უფლებების შესახებ დისკუსიის წახალისებას.
22 ოქტომბერს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დასაფინანსებელი კულტურული პროგრამების შესახებ.