30 ივლისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით „როგორ დავძლიოთ ბულინგი“.
29 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის წარმომადგენლობის ინიციატივით ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა - „გენდერული თანასწორობის ბოლოდროინდელი გამოწვევები - კვოტირება და სექსუალური შევიწროება“.
29 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, შეხვედრა სახელწოდებით - „ფემინიზმი და დრო“ ჩატარდა.
24 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ქალები პოლიტიკაში - კვოტით თუ მის გარეშე“ შეხვედრას უძღვებოდნენ მარიამ ლაცაბიძე და თამთა მასტრენკო.
23 მარტს ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა.
ზუგდიდის ოფისის ინიციატივით ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოში გენდერული პოლიტიკის საკითხებზე, ქუჩების სახელდებებში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის კამპანიასა და ქუჩების სახელდებების პრაქტიკულ მაგალითებზე, ქუჩების სახელდებების წესებსა და რეგულაციებზე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოღვაწე გამქრალი ქალთა ისტორიები განიხილეს.
ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, კულტურის მენეჯმენტის პროფესორმა, თელავის ცხრა საჯარო სკოლის მოსწავლეს მხატვრის ცხოვრებისა და დამსახურებების შესახებ უცნობი ისტორიები გააცნო.
21 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ქუთაისის წარმომადგენლობის ინიცირებით ჩატარდა დისკუსია: „ქალები და მათი უფლებები“. შეხვედრას უძღვებოდა სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი თამთა ჩეჩელაშვილი, რომელმაც ისაუბრა სახალხო დამცველის ოფისის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ 2017 წლის ანგარიშის შესახებ, რომელიც მზადების პროცესშია.
17 მარტს ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ საგარეჯოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა მუზეუმის დღე უფროსკლასელებისთვის.
13 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ოზურგეთის ოფისში, ქალთა ისტორიული თვის ფარგლებში გაიმართა დისკუსია „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გურიაში“.