(COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის სამართლებრივი ანალიზი - ხარვეზები და რეკომენდაციები

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ განაგრძობს პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაციის გაცემას, რათა მოქალაქეებმა დროულად და სრულად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაცი(ებ)ით. ქსელის მიერ მომზადდა და გამოქვეყნდა „COVID-19 შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განმარტებები და ხშირად დასმული კითხვები“, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონოდა შესაძლებლობა, სამართლებრივი დოკუმენტის ანალიზის გარეშე პირდაპირ მიიღო პასუხი კითხვაზე - ეკუთვნოდა თუ არა მას კომპენსაცია და რა წინაპირობები უნდა შეესრულებინა, რომ მიეღო სახელმწიფო დახმარება.

ერთი თვის განმავლობაში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თანამშრომლებმა კონსულტაცია გაუწიეს 400-მდე ადამიანს. მათთან კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა სხვადასხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც ხელს უშლიდა მოქალაქეთა დიდ ჯგუფს კომპენსაციის მიღებაში ან ბუნდოვანი ჩანაწერის გამო რთული იყო დაზუსტება, თუ რა ტიპის კომპენსაცია ეკუთვნოდათ.

COVID-19 შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განმარტებები და ხშირად დასმული კითხვები

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ წარმოგიდგენთ ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განმარტებებსა და ხშირად დასმული კითხვებს.

მიმდინარე წლის 21-25 მაისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ (NCCE) მოსახლეობისგან მიიღო 350-ზე მეტი შეკითხვა კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით.

საჯარო სამსახურის რეფორმის შეფასების ანგარიში

წარმოგიდგენთ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ ჩატარებული საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგის ანგარიშს.

2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში

პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ 2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგი განახორციელა.

„საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გაიმართა გოგა ხატიაშვილის წიგნის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაცია.

კრებული მომზადებული და გამოცემულია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“, ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.

გაიცანით 16 გმირი

#გაიცანით16გმირი

#ერთადგოგონებისთვის

გაიცანით 16 გმირი

#გაიცანით16გმირი #ერთადგოგონებისთვის

გაიცანით 16 გმირი

#გაიცანით16გმირი #ერთადგოგონებისთვის

გაიცანით 16 გმირი

#გაიცანით16გმირი #ერთადგოგონებისთვის

გაიცანით 16 გმირი

#გაიცანით16გმირი #ერთადგოგონებისთვის