❓რა აწუხებს ხალხს სამცხე-ჯავახეთში?
?„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
?ამჯერად გიზიარებთ სამცხე-ჯავახეთში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შედეგებს.
⭕️სიღარიბე და უმუშევრობა
o უმუშევრობა და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და წლების განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა;
o პანდემიის გამო საზღვრების დაკეტვამ და სხვა შეზღუდვებმა კიდევ უფრო გააღარიბა მოსახლეობა;
❓რა აწუხებს ხალხს აჭარაში?
?„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
?ამჯერად გიზიარებთ აჭარაში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შედეგებს.
2018 წელს საჯარო ინსტიტუტების მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან საგრანტო დაფინანსების გაცემის მონიტორინგი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელშეწყობითა და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
როგორ იცავს სახელმწიფო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს?
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ მომზადებულ ელექტრონულ ბარათში თავმოყრილია ინფორმაცია ძალადობის ფორმების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უფასო სახელმწიფო სერვისების, ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის, 112-ის და SAFE YOU მობილური აპლიკაციების შესახებ.
2020 წლის იანვარ-მაისში 112-ში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 7729 შეტყობინება შევიდა;
2019 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემულია 10266 შემაკავებელი ორდერი;
2019 წელს ოჯახური დანაშაულის 4564 ფაქტზე განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა.
დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა USAID/PROLoG ფინანსური მხარდაჭერით.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ განაგრძობს პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაციის გაცემას, რათა მოქალაქეებმა დროულად და სრულად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაცი(ებ)ით. ქსელის მიერ მომზადდა და გამოქვეყნდა „COVID-19 შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განმარტებები და ხშირად დასმული კითხვები“, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონოდა შესაძლებლობა, სამართლებრივი დოკუმენტის ანალიზის გარეშე პირდაპირ მიიღო პასუხი კითხვაზე - ეკუთვნოდა თუ არა მას კომპენსაცია და რა წინაპირობები უნდა შეესრულებინა, რომ მიეღო სახელმწიფო დახმარება.
ერთი თვის განმავლობაში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თანამშრომლებმა კონსულტაცია გაუწიეს 400-მდე ადამიანს. მათთან კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა სხვადასხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც ხელს უშლიდა მოქალაქეთა დიდ ჯგუფს კომპენსაციის მიღებაში ან ბუნდოვანი ჩანაწერის გამო რთული იყო დაზუსტება, თუ რა ტიპის კომპენსაცია ეკუთვნოდათ.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ წარმოგიდგენთ ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განმარტებებსა და ხშირად დასმული კითხვებს.
მიმდინარე წლის 21-25 მაისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ (NCCE) მოსახლეობისგან მიიღო 350-ზე მეტი შეკითხვა კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით.
წარმოგიდგენთ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ ჩატარებული საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგის ანგარიშს.
პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ 2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგი განახორციელა.
16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გაიმართა გოგა ხატიაშვილის წიგნის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაცია.
კრებული მომზადებული და გამოცემულია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“, ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.